მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წალენჯიხაში მამაკაცი მეზობელმა დაჭრა

არ გადაკვეთო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მამაკაცი მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და ოპერაცია უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.