მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკო-სთან აქციაზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ საპროტესტიო აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის სამი წარმომადგენელი დააკავეს.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციული 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პარტიის ახალგაზრდა წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან ითხოვდნენ შეხვედრას. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როცა ახაგაზრდებმა ცესკოს შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ამის უფლება კი მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.