მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 3 პირი დააჯარმეს და კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

დაჯარიმების ფაქტი

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში, 3 პირი დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა

პოლიციამ სამივე პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.