სამართალი

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პოლიციელი დააკავეს

საქართველოს პოლიციის ფორმა
18:08 07.04
დაკოპირებულია

პროკურატურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სოფელ ზოდში.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციელი მ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში.

მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
აჭარის პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მინდია გიორგაძის იგივე "ლავასოღლის" 4-მა მხარდამ...
58 წუთის წინ
გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები დ...
16:39
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემ...
16:38
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღთაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინა...
16:25
თურნავა საქართველო ბალტიის ქვეყნებიდან ტურისტებს მიიღ...
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონ...
ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარი ნატოს ხელმძღვანე...
"ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე...
მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა...
2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გა...
ლარი ისევ მყარდება - კურსი 3.00-ს უახლოვ...
ლარი მესამე დღეა მკვეთრად მყარდება. Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი...