მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაჟა სირაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ - ხელმძღვანელს, ტერი სკაიფს შეხვდა

საპატრულო პოლიციის უფროსი შეხვედრაზე

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება
საქართველოში“ - ხელმძღვანელს, ტერი სკაიფს შეხვდა. - ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დანაშაულისა და საგზაო შემთხვევათა ანალიზის სისტემა და მისი ინტეგრირება სამინისტროს ერთიან ანალიტიკურ ქსელში: დანაშაულზე პირველადი რეაგირება და პატრულის ფუნქცია ამ პროცესში, საპატრულო პოლიციის როლი და დანიშნულება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროცესში და სხვა.

შეხვედრის დასასრულს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ინფორმაციისთვის,აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2016 წლიდან ხორციელდება.

მისი მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.