მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ბორცვაძე: ინფორმაცია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია

შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებული იყო და გაიქცა, სიცრუეა.

„ინფორმაცია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია“, - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისი თქმით, პოლიციას თავდამსხმელის ადგილსამყოფელის შესახებ ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამნინისტრომ დაადასტურა, რომ ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, ყოფილი სამხედრო პირი, ბადრი ესებუაა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.