მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში ბადრი ესებუას ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს

ზუგდიდის პოლიცია

ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კითხავენ.

გამოძიების კითხვებს ისინი ამ წუთებშიც პასუხობენ.

რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდის სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ესებუას სახლის ჩხრეკა მიმდინარეობდა.

საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. უცნობია, რა ამოიღო პოლიციამ ბრალდებულის სახლიდან.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამნინისტრომ დაადასტურა, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, სამხედრო პირი, ბადრი ესებუაა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.