მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონფლიქტები

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი
1714043179
რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, მასიური დარტყმა განახორციელოს აშშ-სგან დახმარების მიღებამდე - უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი

რუსეთის ჯარებს შეუძლიათ დაარტყან უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეერთებული შტატებისგან დახმარების მიღების წინა დღეს, -  განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა ილია ევლაშმა.„მტრის გეგმები მზაკვრულია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. კერძოდ, მასიური თავდასხმისთვის ჩვენი პარტნიორების საერთაშორისო დახმარების მოსვლამდე. ამის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს. ასე რომ, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ოკუპანტი გამოიყენებს თავის დრონებსა და რაკეტებს ჩვენი მოსახლეობის დასატერორებლად“, - აღნიშნა ევლაშმა.მისი თქმით, დილით ოკუპანტებმა რაკეტებით შეუტიეს ჩერკასის რეგიონს.

სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია
1714034290
საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მთელი აფხაზეთის ბიუჯეტს აღემატება - ბჟანია

„საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მთელი აფხაზეთის ბიუჯეტს აღემატება. შესაბამისად, ჩვენ რუსეთის ფედერაციის დახმარება გვჭირდება“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.ბჟანიამ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას უპასუხა, რომლებმაც დე ფაქტო ლიდერი მისი სიტყვებისთვის გააკრიტიკეს. კერძოდ, ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთმა თავისი სუვერენიტეტის ნაწილი მოსკოვს უნდა დაუთმოს.„ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი ომი გვქონდეს, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სისუსტით მოწინააღმდეგის პროვოცირება, რომელიც ჩვენთან დღეს საომარ მდგომარეობაში იმყოფება. საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები არ გააუქმებია. თუ ეს ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეს დაავიწყდა, არა უშავს. მაგრამ პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს უნდა ესმოდეთ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, როდესაც ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის რაღაცა დაპირისპირების შექმნას ცდილობენ. იციან თუ არა ამ ადამიანებმა, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მთელი აფხაზეთის ბიუჯეტს აღემატება? და ის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ სხვა ამოცანა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების გარდა. ეს არის საშიში თამაში, საშიში პოლიტიკური თამაში, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ეწევიან“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.ბჟანია ამბობს, რომ მისი პოზიცია გამართლებულია და ის აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებს შეესაბამება.ასლან ბჟანიამ 2022 წელის აგვისტოს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან მიერთებისთვის მზად არის. ამ აზრს ოკუპირებულია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც მხარი დაუჭირა.

თავდასხმა
1714030307
რუსეთმა ჩერკასის ოლქს რაკეტებით შეუტია, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები

დილით რუსმა ოკუპანტებმა ჩერკასის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. „წინასწარი ინფორმაციით, ჩერკასის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის ექიმებს დასახმარებლად ექვსმა ადამიანმა მიმართა“, - განაცხადა ჩერკასის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ ტაბურეცმა.მან განმარტა, რომ რაკეტების წინააღმდეგ კომპლექსური საჰაერო თავდაცვა გამოიყენეს.მისივე თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.  „დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით“, - დასძინა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ომი უკრაინაში
1713990182
რუსეთი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უტევს, ფრონტზე 84 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

ბოლო დღის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 84 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის არმიამ 13 სარაკეტო და 51 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 16 თავდასხმა განახორციელა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან (RSV) უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.„რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სამწუხაროდ, არის დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში. განადგურდა და დაზიანდა მაღალსართულიანი და კერძო შენობები, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები“, - ნათქვამია განცხადებაში.ამავე ცნობით, 24 აპრილს უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის პერსონალის კონცენტრაციის 11 უბანს დაარტყა. ასევე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს Kh-59საჰაერო რაკეტა და ოკუპანტის სამი სადაზვერვო დრონი.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის „ყველაზე ცხელ“ რაიონებში ვითარება ასეთია:„კუპიანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს თავდასხმა ხარკოვის ოლქის ბერესტოვოეს დასახლების მიდამოში, დაახლოებით 10 დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.ლიმანის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 18 თავდასხმა, თავდასხმის შედეგად 10-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.ბახმუტის მიმართულებით შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 13 თავდასხმა, 10-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.ავდეევკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 15 თავდასხმა.ნოვოპავლოვსკის მიმართულებით რუსეთის ჯარებმა 16-ჯერ სცადეს შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა, 10-ზე მეტი დასახლება მოექცა ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ.ორეხოვოს მიმართულებით რუსებმა ერთხელ შეუტიეს ავიაციის მხარდაჭერით, 20-მდე დასახლება დაექვემდებარა საარტილერიო დაბომბვას.ხერსონის მიმართულებით რუსებმა განახორციელეს ერთი წარუმატებელი თავდასხმა, 20-მდე დასახლება დაექვემდებარა საარტილერიო  დაბომბვას“, - აცხადებენ გენშტაბში. 

 ATACMS რაკეტები
1713983780
აშშ-მა ფარულად მიაწოდა უკრაინას ATACMS რაკეტები - Reuters

ბოლო კვირების განმავლობაში აშშ ფარულად ამარაგებდა უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებით რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად. გასულ კვირას უკრაინის არმიამ ისინი პირველად გამოიყენა.Reuters-ი წერს, რომ რაკეტები შედიოდა უკრაინის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. ამასთან, უცნობია ზუსტად რამდენი რაკეტა მიიღო კიევმა.რაკეტები პირველად 17 აპრილს იქნა გამოყენებული ყირიმში რუსეთის აეროდრომზე, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 165 კილომეტრში მდებარეობს. ATACMS მიწოდებული იქნა 2023 წლის სექტემბერში.როგორც მედია წერს, პენტაგონი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას, იმის შიშით, რომ ეს დააზარალებდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას. გარდა ამისა, იყო შიში, რომ უკრაინა მათ გამოიყენებდა რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე თავდასხმისთვის.რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებამ უკრაინის წინააღმდეგ დეკემბერში და იანვარში, მიუხედავად შეერთებული შტატების საჯარო და კერძო გაფრთხილებისა, გამოიწვია ამერიკელი ოფიციალური პირების აზრის შეცვლა. აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას აშშ-მა, ასევე, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ რუსეთი ურტყამს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.გამოცემის ცნობით, „ATACMS-ის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე ბაიდენი მის უსაფრთხოების გუნდს ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში შეხვდა. გამართულ დისკუსიებში ჩართულები იყვნენ თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი და აშშ-ის პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი.გამოწვევა კი მდგომარეობდა იმაში, როგორ უნდა დაეფარათ ამ რაკეტის ხარჯები. გამოსავალი კი მარტში გამოჩნდა, როდესაც ბაიდენს ჰქონდა საშუალება, 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გაეგზავნა უკრაინისთვის.აშშ-ის პრეზიდენტმა კი მის გუნდს განუცხადა, რომ „ATACMS-ის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ უნდა შეეტანათ დახმარების პაკეტში, რათა შეენარჩუნებინათ ოპერატიული უსაფრთხოება და ეს ყველაფერი მოულოდნელი ყოფილიყო უკრაინისთვის.

ხარკოვი
1713982516
ჯერჯერობით უცნობია, სერიოზულად განიხილავს თუ არა რუსეთის ფედერაცია ხარკოვზე თავდასხმის შესაძლებლობას - NYT

უკრაინაში ომი გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია, სერიოზულად განიხილავს თუ არა რუსეთის ფედერაცია ხარკოვზე თავდასხმის შესაძლებლობას.New York Times-ის სტატიაში ნათქვამია, რომ შესაძლოა, მოწინააღმდეგე უბრალოდ ცდილობს უკრაინული ძალების ყურადღების გადატანას, აიძულებს მათ გააძლიერონ თავდაცვა ჩრდილოეთის ახალი ფრონტის გასწვრივ და ასევე, ცდილობს ხარკოვში საზოგადოების პანიკის გაღვივებას.როგორც მედია წერს, ხარკოვი რუსეთის საზღვრიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს და დამპყრობლები ხშირად ესხმიან თავს რეგიონულ ცენტრს. რუსების აგრესიას ქალაქის თითქმის არც ერთი ნაწილი არ გადაურჩა. მტრის მუდმივი თავდასხმების მიუხედავად ხარკოვში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგემ იანვრიდან მოყოლებული რეგიონულ ცენტრში უფრო მეტი რაკეტა გაუშვა, ვიდრე ომის პირველი თვეებში. დამპყრობლებმა ასევე დაიწყეს ქალაქზე დარტყმა მართვადი საჰაერო ბომბებით.„როდესაც რაკეტა ვარდება, სამ-ოთხ საათში ყველა ფანჯარა იხსნება, ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია... დილით ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს არაფერი მომხდარა და არც აფეთქებები ყოფილა“, - განაცხადა ანდრია დრონოვმა ხარკოვის სახანძრო განყოფილების უფროსის მოადგილემ.ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის ქალაქები უფრო დაუცველი გახდა რუსული თავდასხმებისგან იმის გამო, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეამცირეს საჰაერო თავდაცვის იარაღის მარაგი, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს შეერთებული შტატებისგან ახალი დახმარების მიღების შემდეგ.

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები
1713979595
მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის, ვინც აღიარებს, რომ პუტინს ფეხქვეშ უნდა გამოვაცალოთ მიწა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილ დახმარების პაკეტს ეხმაურება.„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა დღეს კონგრესის მიერ დამტკიცებულ მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას. ჩვენ დავასრულეთ ეს ნახევარწლიანი გზა. მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ვინმე, ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას, რომელიც გვჭირდება რუსეთის თავდასხმებისგან სიცოცხლის დაცვის გასაგრძელებლად.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობდით ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ყველა დონეზე, რათა ამ პაკეტში შევიტანოთ იარაღის ზუსტი ტიპები, რაც ჩვენს მეომრებს სჭირდებათ. ის შეადგენს 1 მილიარდ დოლარს და მოიცავს ზუსტად იმას, რაც განვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი საუბრის დროს.მე მადლობელი ვარ პრეზიდენტი ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის, ვინც აღიარებს, რომ პუტინს ფეხქვეშ უნდა გამოვაცალოთ მიწა, ვიდრე მას დავემორჩილოთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისთვის საფრთხის შესამცირებლად. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა“, - წერს ზელენსკი. President Biden signed into law today the support package approved by Congress, which includes Ukraine aid. We completed this half-year path. Regardless of what anyone says, we are gaining the support we need to continue protecting lives from Russian attacks.Over the past few… — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 24, 2024

რუსული ჯარები
1713974789
რუსეთმა, შესაძლოა, დიდი შეტევა წამოიწყოს ივლისში ნატოს სამიტის დროს - ატლანტიკური საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ივლისში ნატოს სამიტის დროს, - წერს ატლანტიკური საბჭო.„სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევა დაემთხვევა ან გადაფარავს ნატოს მომავალ სამიტს ვაშინგტონში 9-11 ივლისს, რომელიც ეძღვნება სამოცდამეთხუთმეტე წლისთავს. რუსული პროპაგანდის მიხედვით, ეს ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ნატოს წინააღმდეგაც და რომ ეს არის ცივილიზაციური ბრძოლა „კოლექტიური დასავლეთის“ წინააღმდეგ, პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ვაშინგტონის სამიტზე, ალიანსის დამცირების მიზნით“, - წერს ატლანტიკური საბჭო.გამოცემა ხაზს უსვამს, რომ იმის ნაცვლად, რომ მოლაპარაკებებზე იფიქრონ ან ამა თუ იმ შეთანხმებაზე, უკრაინასა და ნატოს სასწრაფოდ სჭირდებათ გამარჯვების საერთო ხედვის შემუშავება, რომლის გარშემოც კიევი და მისი მხარდამჭერები შეიკრიბებიან. შემდეგ შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებს და პარტნიორებს სჭირდებათ სტრატეგია შესაბამისი რესურსებით, რათა უკრაინამ შეძლოს ამ გამარჯვების მიღწევა.როგორც სტატიაშია ნათქვამი, ეს ზაფხული, სავარაუდოდ, გარდამტეხი იქნება აშშ-ის პოლიტიკაში უკრაინის მიმართ. იმის მიხედვით, თუ რა მოხდება მომდევნო რამდენიმე თვეში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
1713971641
კულება: მხოლოდ აშშ-ის სამხედრო დახმარება არ არის საკმარისი რუსეთის დასამარცხებლად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დასავლეთის მოკავშირეებს მოუწოდა, გააძლიერონ იარაღის წარმოება უკრაინისთვის დახმარების გასაზრდელად.საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ კონგრესში რამდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ აშშ-ის სამხედრო დახმარების განახლება არ იქნება საკმარისი რუსეთის დასამარცხებლად. „ვერცერთი ცალკეული დახმარების პაკეტი ვერ შეაჩერებს რუსებს. რუსეთს რაც გააჩერებს, არის მთელი უკრაინის და მისი პარტნიორების ერთიანი ფრონტი“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. კულებამ მოუწოდა დასავლეთს გაზარდოს იარაღის წარმოება, როგორც ეს გააკეთა უკრაინამ, რადგან რუსეთი ათჯერ მეტ იარაღს აწარმოებს კიევში საჰაერო თავდაცვის დეფიციტის ფონზე.

ბრძოლის ველი
1713966168
ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის პატარა სოფელზე კონტროლი აიღეს - Bild

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის პატარა სოფელი ოჩერეტინე აიღო, სადაც სრულმასშტაბიან შეჭრამდე 3 600 ადამიანი ცხოვრობდა.გერმანული გამოცემის Bild-ის სამხედრო მიმომხილველის, ჯულიან როპკეს თქმით, თვეების განმავლობაში გაგრძელებული სასტიკი ბრძოლის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა შეძლეს დასახლებაში შესვლა ბოლო 48 საათის განმავლობაში სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე.„რუსული არმიის წარმატების მიზეზი არის ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ათობით ჯარისკაცი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე თავდაცვას ახორციელებდნენ, იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ“, - აღნიშნავს როპკე.სოფელი ოჩერეტინე მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სარკინიგზო მიმართულებით, რომელიც მიდის დონეცკის რეგიონის ბოლო ქალაქებამდე, რომლებიც რჩება შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს უკრაინის არმია დამპყრობლების შეტევის შეჩერებას.გამოცემა, უკრაინელ სამხედროებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, წერს, რომ რუსების გარღვევა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც შეიარაღებული ძალების 115-ე მექანიზებულმა ბრიგადამ მოულოდნელად „ნებაყოფლობით დატოვა პოზიციები“.

ომი უკრაინაში
1713941377
ოკუპანტები დონბასის რამდენიმე დასახლებაში დაწინაურდნენ -DeepState

რუსეთის ჯარებმა ფრონტის ხაზის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტთან წარმატებას მიაღწიეს. როგორც მონიტორინგის ცენტრი DeepState იტყობინება, ახლა მტერი სულ მცირე 6 დასახლებაში მიიწევს წინ. „მტერი დაწინაურდა ოჩერეტინოში, ნოვობახმუტოვკაში, ნოვოკალინოვოში, ბერდიჩიში, სემენოვკასა და გეორგიევკას სამხრეთით“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ომი უკრაინაში
1713940285
ოკუპანტები მალე შეცვლიან სამიზნეებს და უკრაინაზე დარტყმებს გააძლიერებენ - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

რუსეთი აპირებს, უკრაინაზე დარტყმები გააძლიეროს, რათა ფრონტზე სამხედროების მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაანადგუროს. ამის შესახებ უკრაინული მედია ომის შემსწავლელ ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს.როგორც ინსტიტუტის (ISW) ახალ მიმოხილვაშია ნათქვამი, ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთა. ISW-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსები უახლოეს მომავალში უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს გააძლიერებენ, რათა ამერიკის დახმარების ჩასვლამდე უკრაინის ინფრასტრუქტურა და თავდაცვის სამრეწველო ბაზა მაქსიმალურად გაანადგურონ.ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ შოიგუს განცხადებები უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ ცენტრებზე კონცენტრირებული თავდასხმების შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტებს შეუძლიათ, სამიზნე შეცვალონ და დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა და დასავლური იარაღის შესანახი სამხედრო საწყობები. გარდა ამისა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებები შესაძლოა მიუთითებდეს იმაზეც, რომ ოკუპანტები შეტევებს ჩასოვ იარსა და დონეცკზე გააძლიერებენ და არა ფრონტის სხვა მონაკვეთებზე.ომის შემსწავლელ ინსტიტუტში ვარაუდობენ იმასაც, რომ უახლოეს დღეებში რუსეთი დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებს გაამეორებს და კიდევ უფრო გააფართოებს, რათა უკრაინის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზები გადაკეტოს. 

••• იტვირთება