მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი პუტინს სთხოვს, რომ ომი შეაჩეროს

არუითუნიანის წერილი პუტინს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სთხოვს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადადგას. არუთუნიანმა ვლადიმერ პუტინს შესაბამისი წერილი გაუგზავნა, რომელშიც არცახის და რუსეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და მეგობრობაზე საუბრობს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

„თქვენ უდიდესი რეპუტაციით სარგებლობთ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველა აუცილებელი ზომა მიიღოთ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის შესაჩერებლად“ - წერს არუთუნიანი.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები