მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის ჯარი აღდამში შევიდა (ვიდეო)

აზერბაიჯანის ჯარი აღდამში შევიდა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ქალაქ აღდამში შევიდნენ. ეს ქალაქი  მთიან ყარაბაღს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება და მას ბოლო 26 წელი სომხური ფორმირებები აკონტროლებდნენ. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

აზერბაიჯანული მხარისთვის აღდამის გადაცემა 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გრძელდებოდა.