მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მედიკამენტების დეფიციტია

ცხინვალში მედიკამენტების დეფიციტია

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მედიკამენტების მწვავე დეფიციტი შეინიშნება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ რუსეთიდან საღვარზე წამლების გადმოტანა გართულებულია და ხანდახან ამას თვეები სჭირდება. აფთიაქის თანამშრომლები „სპუტნიკთან“ ინტერვიუში აცხადებენ, რომ რუსეთის საბაჟოზე მათ ტვირთის დეკლარირებას სთხოვენ, რასაც დაახლოებით 3 კვირა სჭირდება. ასევე ეს წამლების ფასზეც აისახება.

„თუ პრეპარატი უცხოურია, ჩვენ საბაჟოზე დისტრიბუტორის ნებართვის წერილის წარდგენას გვთხოვენ. იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთი ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანაა, ეს კომპანიები ხშირ შემთხვევაში თბილისშია განთავსებული, სადაც ჩვენ წასვლა გვიწევს შესაბამისი საბუთების გასაფორმებლად“ - განუცხადა „სპუტნიკს“ აფთიაქის თანამშრომელმა ფატიმა სიუკაევამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყებიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 227 შემთხვევა გამოვლინდა.