მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ხვალინდელი შეხვედრა გადაიდო

ინციდენტების პრევენციის შეხვედრა

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 20 ნოემბრისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. 

შეხვედრის გადადების მიზეზად კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება სახელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა დეკემბრის დასაწყისში გაიმართოს.

👉 ინფორმაციისთვის, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ბოლო, 97-ე შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა.

👉 ბოლო შეხვედრის შედეგად საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლდა.