მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰიქმეთ გაჯიევი: სომხეთის ხელისუფლებას ცხედრების გადასვენება არ სურს, რადგან ხალხის რისხვის ეშინია

ალიევის თანაშემწე

„აზერბაიჯანი ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობს და მზადაა დაღუპული სამხედროების ცხედრები სომხეთს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით გადასცეს, მაგრამ სომხეთს ჩვენთვის პასუხი არ გაუცია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა.

როგორც გაჯიევი Twitter- ის საკუთარ გვერდზე წერს, აზერბაიჯანმა სომხეთის ცხედრების გადაცემის შესაძლებლობის შესახებ 18 ოქტომბერს შეატყობინა.

„ცხედრების მიღებაზე უარი რელური სიტუაციის დამალვას ემსახურება. ამრიგად, კვლავ ცხადი ხდება, რომ სომხეთს დაღუპულთა გადასვენება არ სურს, რადგან ამჟამინდელ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რეაქციის, ხალხის რისხვის ეშინია“, - აღნიშნავს ჰიქმეთ გაჯიევი.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ომი 27 სექტემებრს განახლდა.

მას შემდეგ მხარეებმა „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმება სამჯერ დადეს, თუმცა სამივე მათგანი დაირღვა.

👉 სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები