მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილჰამ ალიევი: ევროპის საბჭო, რატომ დუმხარ?

აზერბაიჯანის პრეზიდენტტტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დამარცხებულ დიქტატორს უწოდებს. ევროპის საბჭოს კი, დუმილისთვის საყვედურობს. 

„ის დამარცხებული დიქტატორია, საზიზღარი დიქტატორი. რატომ არ ამოიღე ხმა? სად არის თქვენი დემოკრატია, თქვენი ადამიანის უფლებები? არის პასუხი? არა ეს არ იქნება“, - აცხადებს ილჰამ ალიევი.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა 10-ზე მეტი ყალბი რეზოლუცია მიიღო აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

„რატომ ჩუმად ხარ, ევროპარლამენტარო? თქვენ თავს დემოკრატიის ცენტრად თვლით მსოფლიოში. გააკეთე განცხადება, დაგმე ის. მსოფლიოს თვალში დიქტატორი ანგრევს ყოველგვარ წინააღმეგობას. მან კაცი მოკლა. რატომ არ ამოიღებ ხმას? არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეგულარულად აწარმოებენ ჩვენს წინააღმდეგ კამპანიას, რატომ დუმხართ, რატომ არ საუბრობთ?

კასეტური და ფოსფორის ბომბებით დაგვარტყეს, დიდი ქვეყნები, რომლებმაც თავი ევროპელ ლიდერებად აქციეს, რატომ დუმხართ? “,- აცხადებს ილჰამ ალიევი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გრძელდებოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

💢 აზერბაიჯანის ჯარი აღდამში შევიდა (ვიდეო)

💢 საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების რეზოლუციას განიხილავს

💢 თურქული მედია: სომხები აღდამის რაიონში სახლებს წვავენ (ვიდეო)