მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილოცეთ ყველასთვის, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება - რომის პაპი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე

რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ლოცვის ბოლოს მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ქალაქ შუშაში ეკლესიის დაბომბვა დაგმო. ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს.

რომის პაპმა მოიწონა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულება.

მისი თქმით, ცეცხლი უნდა შეწყდეს და სამშვიდობო შეთანხმება შედგეს.

„ილოცეთ მსხვერპლისთვის, ასევე მათთვის, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ.