მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, რუსი სამხედრო კი, დაიჭრა

ყარაბაღში ნაღმი აფეთქდა

მთიანი ყარაბაღის სოფელ მადაგიზთან ცხედრების ძებნის დროს ნაღმი აფეთქდა. ამის შესახებ rg.ru წერს. 

ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რუსი სამხედრო.

გარდაცვლილთა გაცვლის ერთობლივი ჯგუფი, რომელშიც შედიან რუსი და აზერბაიჯანელი სამხედროები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, ტერტერის რეგიონში ცხედრებს ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოების დროს კი, მადაგიზის დასახლების მიდამოში ნაღმი აფეთქდა.

👉 ინფორმაციისთვის 10 ნოემბერს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

👉 შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღში რუსი და თურქი სამშვიდობოები უნდა განლაგდნენ.

👉 მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔲 თურქი სამშვიდობოები ყარაბაღში 1 წლით დარჩებიან

🔲 აზერბაიჯანის ჯარი აღდამში შევიდა (ვიდეო)

🔲 თურქული მედია: სომხები აღდამის რაიონში სახლებს წვავენ (ვიდეო)