მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიანი ყარაბაღის განაღმვას, შესაძლოა, 15 წელი დასჭირდეს

ყარაბაღის განაღმვა

მთიანი ყარაბაღის სრულ განაღმვას, სადაც სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, შეიძლება 15 წელი დასჭირდეს. ამის შესახებ ყარაბაღის ჰუმანიტარული განაღმვის ცენტრის დირექტორმა სამველ მესროპიანმა განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 

„იმისათვის, რომ ყველა სახიფათო საგანი აღმოვაჩინოთ და შემდეგ მისი გაუვნებელყოფა მოხდეს. სადღაცა 15 წელი იქნება საჭირო. ასაფეთქებელი მოწყობილობები ხომ მხოლოდ ქალაქებში არ არის დატოვებული, განაღმვა სოფლებშიც უნდა მოხდეს“ - განაცხადა მესროპიანმა.

მისი ინფორმაციით, უნდა მოხდეს სატანკო და საარტილერიო ჭურვების, ხელყუმბარების, კასეტური ჭურვების და დიდი რაოდენობით ნაღმების გაუვნებელყოფა.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. 44-დღიანი კონფლიქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომელსაც აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა მოაწერეს ხელი.