მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ერთიან ეკონომიკურ სივრცეზე შეთანხმდნენ

შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ეკონომიკურ, ფინანსურ, საბაჟო და სხვა სფეროებში ერთიანი სივრცის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 

პროგრამა 2-3 წელზეა გათვლილი და ის „ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულმასშტაბიანი მონაწილეობისთვის“ ხორციელდება. იგეგმება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ეკონომიკის, ფინანსების, საბაჟო, ენერგეტიკის და სოციალურ სფეროში.

ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრაზე იყო მიღებული, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას სოხუმის დე ფაქტო მთავრობა ახლა ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 2014 წლიდან სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მოქმედებს. ის ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და სოციალური სივრცის შექმნას ითვალისწინებს.