მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების რეზოლუციას განიხილავს

მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის რეზოლუცია

საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების რეზოლუციას განიხილავს. ამის შესახებ რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა, სენატორმა  ბრუნო რეტაიომ „ტვიტერში“ დაწერა. ინფორმაციას გამოცემა hetq.am ავრცელებს. 

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატა მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. ამ საკითხს სენატი 25 ნოემბერს განიხილავს.

სენატის რეზოლუცია რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და მისი შესრულება სავალდებულო არ არის.

ცნობისთვის მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და 44 დღეს გაგრძელდა. 10 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების განთავსებას ითვალისწინებს.