მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთის პარლამენტმა მთიან ყარაბაღში სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა

თურქი სამხედროების ყარაბაღში გაგზავნას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Anadolu იუწყება.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, თურქი სამხედროები მთიან ყარაბაღში ერთი წლით განთავსდებიან. მათი დისლოკაციის ზუსტი ადგილი ჯერჯერობით უცნობია. გადაწყვეტილებას თურქეთის პარლამენტში შემავალმა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა ძალამ მხარი დაუჭირა. რუსეთის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში უკვე იმყოფებიან.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გრძელდებოდა.