მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქი სამშვიდობოები ყარაბაღში 1 წლით დარჩებიან

თურქი სამხედროები ყარაბაღში

თურქი სამშვიდობოები რუს სამხედროებთან ერთად მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში დარჩებიან. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუს აკარმა განაცხადა. 

მანამდე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქი სამხედროები ყარაბაღში უახლოეს მომავალში ჩავლენ. მისივე თქმით, სახმელეთო ძალებმა წვრთნები უკვე დაასრულეს.

👉 ინფორმაციისთვის 10 ნოემბერს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

👉 შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღში რუსი და თურქი სამშვიდობოები უნდა განლაგდნენ.

👉 მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ყარაბაღის ომის შედეგები (ფოტოგალერეა)

👉 აზერბაიჯანის ჯარი აღდამში შევიდა (ვიდეო)

👉 საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების რეზოლუციას განიხილავს