Pia Logo
სამხედრო

12 მარტიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს

თავდაცვის სამინისტროს შენობა
12:25 13.03

2020 წლის 12 მარტიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

აღნიშნულს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ბრძანება გამოსცა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 12 მარტიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ამავე ბრძანების მიხედვით სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.

საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ: თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს, პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი.

ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება: გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს, ორსულ ქალს, ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს.

აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების სხვა თანამშრომლების გარკვეული ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

ასევე სამინისტროს ყველა მოსამსახურემ საზღვარგარეთ დაგეგმილი პირადი ვიზიტის შესახებ უშუალო ხელმძღვანელს უნდა აცნობოს. გაუქმდება ან გადაიდება თავდაცვის უწყების ყველა მივლინება. ბრძანების მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურეებმა თავი უნდა აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

"ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში მოხდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა. ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს. მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.

ბრძანების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებმა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ბოჭორიშვილის კლინიკა

მაკა სოლოღაშვილი: კორონავირუსის 2 ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი ბოჭორ...
10:42
„იმ განაცხადებს შორის, სადაც დაფიქსირებულია საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ბიზნესის თითქმის ყველა...
59 წუთის წინ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების...
14:26
 „Covid 19-ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია. 20 000 ლარი პროექტის განხორც...
13:48
„დღეს ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ აქებს ლუგარის ლაბორატორიას და საქართველოში COVID-19-თ...
13:15
გამოცემა emerging-europe საქართველოს წარმატბაზე წერს კორონავირუსთან ბრძოლაში emerging-europe საქართველოზე: მთავრობები მსოფ...
„ვირუსის შეკავების მხრივ, საქართველო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვ...
00:39
წერეთლის გამზირს დეზინფექცია ჩაუტარდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის ქუჩების დეზინფექციას შპს „...
23:56 05.04
გერმანიაში COVID 19-ით ინფიცირების დადას...
შეერთებული შტატების, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ გერმანია გახდა მეოთხე სახელმწი...
23:15 05.04
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინ...
თურქეთში კორონავირუსის პანდემია დაჩქარებული წესით ვრცელდება. ბოლო 24 საათში ინფი...