მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა - ლევან ანწუხელიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირის ფინალური მატჩის გამარჯვებული გუნდი - თბილისის „თბილისი“ თასითა და მედლებით დააჯილდოვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

თბილისის „თბილისისა“ და ზესტაფონის „მარგვეთის“ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ფინალური შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფინალური ასპარეზობა თბილისის „თბილისის“ ამპუტანტი ფეხბურთელების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

ფინალური მატჩი პარკ „მზიურის“ საფეხბურთო სტადიონ „მასტერ კლას-არენაზე“ გაიმართა. ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანები და ამპუტანტ ფეხბურთელთა სხვა გულშემატკივრები დაესწრნენ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის 2016 წელს დაარსდა.

ინფორმაციისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.