სამხედრო

აღმოსავლეთ სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ღმოსავლეთ სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
15:08 05.08
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლად პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბს ახალი სარდალი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა. მან ყოფილ სარდალს, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე კიკნაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ სარდალს წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე თავდაცვის ძალებში 2002 წლიდან მსახურობს. აღმოსავლეთის სარდლად დანიშვნამდე მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობა ეკავა. მას სამეთაურო პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - იყო ბატალიონის მეთაური, მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე და შემდგომში, ამავე ბრიგადის მეთაური. პოლკოვნიკ როლანდ ძნელაძეს დასრულებული აქვს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, წარჩინებით დაამთავრა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლა. პოლკოვნიკ როლანდ ძნელაძეს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს - იმყოფებოდა კოსოვოსა და ერაყში, რის გამოც დაჯილდოვდა მედლებით "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის". საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის მიღებული აქვს III, II და I ხარისხის მედლები. დაჯილდოებულია მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და სხვა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

უახლესი ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დღეს, 29 სექტემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის სა...
15 წუთის წინ
„კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება“...
18 წუთის წინ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ანტიმიკრობ...
21 წუთის წინ
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს....
38 წუთის წინ
გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პ...
46 წუთის წინ
სომხეთი მძღოლებს მოუწოდებს, რომ საქართვე...
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი უსაფრთხოების მიზნით ტრაილერების მძღოლე...
პაატა კვიჟინაძემ ევროკავშირის მისიის წარ...
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ ე...
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სია ცნო...
„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. პარ...