სამხედრო

ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება

თავდაცვის მინისტრი 2020
11:41 16.04
დაკოპირებულია

„ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ და აღვასრულებთ მთავრობის გადაწყვეტილებებს პოლიციასთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

ღარიბაშვილმა ეპიდემიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალების მონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქართველ სამხედროებს უხილავ მტერთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონია და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთანავე ჯარი ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩაერთო. 

ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვის ძალების უშუალო ამოცანაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილია 70 საკონტროლო გამშვები პუნქტი, დაახლოებით 950 000 მოქალაქეს ჩაუტარდა სამხედრო ექიმების მიერ თერმოსკრინინგი და თითქმის 470 000 ავტომობილი დამუშავდა სადეზინფექციო ხსნარით საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ასეულის მიერ, რომელიც სპეციალური ეკიპირებითაა აღჭურვილი. 

თავდაცვის მინისტრმა საუბრისას კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვისა და შსს-ს ძალების გამართულ კოორდინირებულ მუშაობას გაუსვა ხაზი.

„ეს გაკვეთილის მომცემია ჩვენთვის და ჩვენი სამხედროებისთვის, თავდაცვის ძალების სამეთაურო რგოლისთვის, ასევე ზოგადად აღმასრულებლებისთვის, ვინაიდან ჩვენ მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, პოლიციასთან ერთად მოხდეს კოორდინირებული შერკინება და გამკლავება ასეთ უხილავ მტერთან, პრობლემასთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მინისტრმა იმ ღონისძიებების შესახებაც იმსჯელა, რომელიც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში გატარდა.

როგორც მან აღნიშნა, ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაახლოებით 2 თვის წინ, უწყებაში შეიქმნა შესაბამისი შტაბი, გაიმართა მართვის ცენტრი, 21 მარტიდან ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, მაქსიმალურად გამკაცრებულია სამხედროების შესვლა, მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი, მუდმივად უტარდებათ შემოწმება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება სამედიცინო დეპარტამენტის აქტიურ ჩართულობასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალის მაღალ პროფესიონალიზმზეც გაამახვილა და სამხედრო ექიმებსა და სამხედროებს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მადლობა გადაუხადა.

ბავშვი კავასაკის სინდრომით

ექსკლუზივი: საქართველოში კავასაკის სინდრ...

PIA.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის...
კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, გურჯაანში მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც ხელყუმბარა და ვინჩ...
21:18
თბილისის პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულებ...
20:41
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიისა და საფრან...
19:49
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომ...
19:26
კობა გვენეტაძე გვენეტაძე: სებმა COVID-19-ის ზეგავლენის შერბი...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 4 ივნისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2019 წლ...
გვენეტაძე: საკრეტიტო რეიტინგების გაუმჯობ...
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრ...
შსს: ქალთა მიმართ ძალადობაზე მომართვიანო...
სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მიზნით, 2020...
როგორ შევარჩიოთ სწორად ფარდები ზაფხულისთ...
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ დაწვრილებით რჩევევს აძლევს მომხმარებლებს, როგორ შ...