სამხედრო

ღარიბაშვილი: ჯარი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნის

მინისტრი ტრიბუნასთან
11:50 03.06
დაკოპირებულია

"ჯარი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ის ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, არც მმართველი გუნდის და არც სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

"პირველი სიტყვები რაც მე განვუცხადე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას იყო შემდეგი, რომ მე მოვდივარ აბსოლუტურად გულწრფელად, პოლიტიკური ინტერესების გარეშე, მე არ შემომაქვს პოლიტიკური ინტერესები ჯარში, მაგრამ მეორეს მხრივ, მე არ დავუშვებ და შეუწყნარებელი ვიქნები სხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარების. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ მოვახდინეთ პოლიციის, ჯარის და უშიშროების სამსახურების დეპოლიტიზირება, ჯარის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და საამაყო ინსტიტუციის პოლიტიზირებას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, ასეთი დავალება და პოლიტიკური ნებაა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, ჯარი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნის და ჯარისკაცების აბსოლუტური უმრავლესობა აპოლიტიკურია.

"დარწმუნებული ვარ, რომ 99.9% ჩვენი საამაყო ბიჭების და გმირების, არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და მათთვის სულერთია ვინ იქნება ხელისუფლებაში, მათთვის მთავარია ვინ იზრუნებს ჩვენი ჯარის გაძლიერებაზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჯარი არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ეს არ არის ჩვენი კუთვნილება, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სიამაყე", - აღნიშნა "რუსთავი 2"-ის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
27 წუთის წინ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
22:24 09.07
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა დ...
21:29 09.07
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათ...
21:08 09.07
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა შსს: „112“-ში ჩხუბთან დაკავშირებით ცრუ შეტყობ...
შსს-ს აცხადებს, რომ „112-ის“ ცხელ ხაზზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ ჩხუბთან დაკავშირებით...
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხე...
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგებ...
მიმდინარე წელს გლდანში 16 ფიტნეს ზონა მო...
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრებ...
იუსტიციის საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურ...
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩე...