სამხედრო

ღარიბაშვილი: რამდენიმე ასეული, ნატოს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას ვგეგმავთ

თავდაცვის მინისტრი
11:49 03.06
დაკოპირებულია

„წელს ვგეგმავთ რამდენიმე ასეული ნატოს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას და არსებულის ჩანაცვლებას“-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღამის კურიერის“ ეთერში თავდაცვის ძალებში მიმდინარე სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, თუმცა ამ პროცესში გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც გამოიკვეთა.

„ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც ამ წელს ვაგვარებთ, იქნება ტექნიკის განახლება და გადახალისება. კერძოდ, ვაპირებთ რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას - ნატოს სტანდარტების, ევროპული ბრენდების შეძენას და ჩანაცვლებას, რათა ჯარმა პრობლემას თავი ღირსეულად გაართვას თავი“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში თავდაცვის ძალების მიერ გამოჩენილ მაღალ პროფესიონალიზმს, დისციპლინას, მობილიზაციასა და თავდადებას გაუსვა ხაზი.

„ჯარის გამოჩენისთანავე გამოჩნდა სხვა ენერგია და ძალა. ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირ პოლიციელებთან ერთად მართლაც უპრეცედენტო და მძიმე შრომას ეწეოდნენ 24 საათის განმავლობაში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 1 მილიონ 700 ათასიავტომობილის დეზინფექცია მოახდინა ჯარმა და სამხედრო ექიმებმა 2,5 მილიონ მოქალაქეს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი. ეს არის ზღვა სამუშაო. რაც მთავარია, 158 ადამიანის გამოვლენა მოხდა, რომელსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა. ანუ, აქაც ძალიან სერიოზული პრევენცია მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თითოეულ ჯარისკაცს“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქორწილზე შეზღუდვა

ქელეხებზე, ქორწილებსა და იუბილეზე რეკომე...

მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებებზე შეზღუდვები მოიხსნა, ქო...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვა...
21:05
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს...
20:24
2020 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო...
20:23
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშ...
20:11
თბილისის მერიის ფასადი თამარ მეფის გამზირზე დაავადებული და ხმობადი ფ...
დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმა...
გოგა ხაინდრავა დიმიტრი გორდონს მიმართავს
რეჟისორი გოგა ხაინდრავა საკუთარ Youtube-ის არხზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადა...
ზაალ ანჯაფარიძე: ზოგ ქვეყნაში ელექტრონულ...
„ბიზნესის წარმომადგენლებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს ელექტრონული კომუნიკაციების შ...
18:10
გამყრელიძე: ინფექცია კონტროლირებადია, თუ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადე...