სამხედრო

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალები ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის

თავდაცვის მინისტრი
12:03 11.04
დაკოპირებულია

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პროცესის ნებისმიერი სცენარისთვის უწყება სრულ მზადყოფნაშია.

„ჩვენ, ვინაიდან ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებელი უწყება ვართ და უნდა ვიზრუნოთ თავდაცვისუნარიანობაზე, ყოველთვის წინ უნდა ვიხედებოდეთ. ერთი-ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ მოვლენებთან მიმართებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩემი ხელმძღვანელობით სამინისტროში პრევენციული ღონისძიებები გატარდა, გაიწერა ყველა გეგმა, ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პანდემიის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მინისტრმა თავდაცვის ძალების მაქსიმალურ მობილიზებას, ორგანიზებულობას, მუდმივ მზადყოფნასა და დისციპლინირებას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და მზადყოფნა მუდმივი წვრთნებისა და ტრენინგების შედეგია, რომელსაც ისინი ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისად გადიან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო გამოწვევა ამავდროულად შესაძლებლობაა, ამ შესაძლებლობის გამოყენება არის ჩვენი მთავარი ამოცანა, აღნიშნული პროცესები კი, სასარგებლო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა.

ბავშვი კავასაკის სინდრომით

ექსკლუზივი: საქართველოში კავასაკის სინდრ...

PIA.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის...
დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2000 წელს აშშ-დან გიორგი რურუას დეპორტაცია განხორციელდა. მას ინტერპოლი ეძე...
21:49 04.06
დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მია ვეფხვაძ...
21:41 04.06
კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, გურჯაანში მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც ხელყუმბარა და ვინჩ...
21:18 04.06
თბილისის პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულებ...
20:41 04.06
ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის განხილვა საქართველო-გერმანია-საფრანგეთმა ტურიზმის სფერ...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიისა და საფრან...
გვენეტაძე: ეროვნული ბანკის ქმედებები ყოვ...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 4 ივნისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კო...
ფასიანი ქაღალდების ბაზრი 5 წელიწადში 14-...
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრ...
გვენეტაძე: საკრეტიტო რეიტინგების გაუმჯობ...
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრ...