მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა

ვეტერანების საიუბილეო მედალი

"მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით - „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“, - შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გამოსცა და მას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.

მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.

ამავე განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.