მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კორონავირუსის ინფექცია, 2020

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. 

"უწყებამ სამხედროებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზებზე ვირუსის გავრცელების ალბათობა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები", - აცხადებენ სამინისტროში.

12 მარტს, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო გარკვეულ პირთა კატეგორიას სამსახურში გამოცხადება აეკრძალა. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და გენერალური ინსპექცია ახორციელებს.