მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერმა და თავდაცის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

უცნობი ჯარისკაცის მემორიალი

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელობასა და ამ ბრძოლაში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ყველასთვის. ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი გაწირა ამ დღის მისაღწევად. განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო მათ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს მეორე მსოფლიო ომის 372 ვეტერანი ჰყავს. 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.