მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონში სამხედრო სწავლება ჩატარდა

სამხედრო სწავლება ჯარში

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულმა დაბინძურებული ტერიტორიის გაუსნებოვნების მიზნით, სიტუაციური სწავლება ჩაატარა. 

სწავლების სცენარის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებმა ურბანულ გარემოში მოქალაქეების, ავტოტექნიკისა და ტერიტორიის დასუფთავება განახორციელეს. პირადმა შემადგენლობამ დაბინძურებული გარემო იმ სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით გაწმინდა, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა.

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული მსგავს წვრთნებს რეგულარულად გადის და მათ ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორები ამზადებენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლასა და აშშ-ის „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან“ DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს.