მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო

თავდაცვის ძალები მარნეულში

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ტექნიკა მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე გამთენიისას შევიდა.

მთელი ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის პირადმა შემადგენლობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან საკონტროლო გამშვები პუნქტი 5 ლოკაციაზე მოაწყო. გაიშალა საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტი.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს პოლიციასთან ერთად გააკონტროლებენ.