Pia Logo
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში მონაწილეობა მიიღეს და 41 მედალი მოიპოვეს

ქართველი სამხედროები
13:01 11.03

25 ოქროს, 10 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი - ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების "საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში" ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ასპარეზობის შედეგები. 

აღნიშნულს საქართველოს თავდაცვის უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, პარასპორტის 8 სახეობაში საქართველოს თავდაცვის ძალებმა 41 მედალი მოიპოვეს და 8 სახეობაში მონაწილეობა მიიღეს.

ქართველმა სამხედროებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში. მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა წარმატებით იასპარეზა. მისმა წევრებმა პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ოქროს მედალოსნები გახდნენ ველოსპორტში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - ალუდა სეთურიძე, ირაკლი კუჭუხიძე და ლაშა ადეიშვილი.

"სპორტის ამ სახეობაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს. წარმატებული შეჯიბრი იყო ბირთვის სროლაში, რომელშიც თემურ დადიანი და თენგო შუბითიძე - ოქროს, მანუჩარ ნაყიშაშვილი - ვერცხლის, სანდრო ხუჯაძე კი, ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. ორი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი აიღეს სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა. წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სროლაშიც, რომელშიც ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობაში (115კგ) ოქრო, ცურვაში კი ბრინჯაოს მედალი აიღო კაპრალმა თემურ დადიანმა", - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, კალიფორნიაში გამართული "საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშების" დახურვის ცერემონიალი დღეს გაიმართება. აღნიშნულ შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის 300 დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16-კაციანი გუნდმა.

"საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში" ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 2014 წლიდან იღებენ მონაწილეობას.

გასულ წელს სამხედრო მოსამსახურეებმა 38 მედლის მოპოვება შეძლეს.

ბოჭორიშვილის კლინიკა

მაკა სოლოღაშვილი: კორონავირუსის 2 ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი ბოჭორ...
10:42
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების...
53 წუთის წინ
 „Covid 19-ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია. 20 000 ლარი პროექტის განხორც...
13:48
„დღეს ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ აქებს ლუგარის ლაბორატორიას და საქართველოში COVID-19-თ...
13:15
„ვირუსის შეკავების მხრივ, საქართველო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვ...
13:03
თბილისის მერი, 2020 კახა კალაძე ქართველ სპორტსმენებს სპორტის საერ...
თბილისის მერი კახა კალაძე ქართველ სპორტსმენებს სპორტის საერთაშორისო დღეს ულოცავს. "ვულოცავ ჩვენს სა...
23:56 05.04
გერმანიაში COVID 19-ით ინფიცირების დადას...
შეერთებული შტატების, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ გერმანია გახდა მეოთხე სახელმწი...
23:15 05.04
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინ...
თურქეთში კორონავირუსის პანდემია დაჩქარებული წესით ვრცელდება. ბოლო 24 საათში ინფი...
ახალციხეში კათოლიკე და სომხურმა თემმა ბზ...
კათოლიკე და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს, ხუთ აპრილს იერუსალიმში მაცხოვრის...