სამხედრო

სამხედრო ლიცეუმი 65-მა კადეტმა დაამთავრა

თავდაცვა, კადეტები
11:36 03.06
დაკოპირებულია

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეცხრე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ, ლიცეუმის თანამშრომლები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ.

კადეტების გამოსაშვებ ღონისძიებას თავდაცვის ძალების, დასავლეთ სარდლობისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სამხედრო ლიცეუმი წელს 65-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატია. 41 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან 5 გოგონაა.

"კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას", - აცხადებენ უწყებაში.

მსოფლიო ჯანდაციოს ორგანოზაციის პრეზიდენტი კორონავირუსისი წამალზე კომენტარს აკეთებს

ჯანმოს ხელმძღვანელი: კორონავირუსი პირველ...

„ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით წავიდა“ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მ...
23:20 13.07
„ნაცმოძრაობა და კონკრეტულად გვარამია მიზანმიმართულად ეწევიან მართლმსაჯულების საბოტაჟს, მათთვის მთავა...
22:02 13.07
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის რაჰიმ გაზიევის დაკ...
21:56 13.07
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვა...
21:05 13.07
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს...
20:24 13.07
ლაშა დარსალიას შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირ...
2020 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო...
ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული ინდუსტრიი...
ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურ...
18:43 13.07
სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის...
„თუ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის პოციზიებს, აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლს უხ...
გოგა ხაინდრავა დიმიტრი გორდონს მიმართავს
რეჟისორი გოგა ხაინდრავა საკუთარ Youtube-ის არხზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადა...