Pia Logo
სამხედრო

სემეკში ინვესტორთა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სემეკის სხდომა
15:29 06.03

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და აშშ-საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამის ორგანიზებით, სემეკში ინვესტორთა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელი დანიელ პოტაში. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის, კომპანიების, ბიზნესსექტორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სემეკის ინიციატივა ე.წ. „ნეტო აღრიცხვის“ რეგულაციის ფარგლებში 1000 მზის პანელის პროგრამის შესახებ, ასევე, ისაუბრეს ამ მიმართულებით აშშ-ში არსებულ გამოცდილებაზე. ინიციატივა გულისხმობს მცირე გენერაციის განვითარებასა და საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების ხელშეწყობას.  

მაია მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ქვეყნის სწორ პოლიტიკაზე: „შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და მარეგულირებელი კომისიის დახმარება განახლებადი ენერგიების განვითარების მარეგულირებელი გარემოს დახვეწისა და დარგში საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობის გაუმჯობესების კუთხით. ასეთი ტიპის შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ვიმსჯელოთ განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით არსებულ სიახლეებსა თუ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე. განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების გამარტივების კუთხით სემეკი ამჟამად მუშაობს „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის 100კვტ-დან 500 კვტ-მდე გაზრდაზე, რაც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი მოხმარებისთვის გაზრდილი რაოდენობის ელექტროენერგია აწარმოონ და ამით შეამცირონ გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა“, - აღნიშნა სემეკის წევრმა.

 „ნეტო აღრიცხვა“ განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სემეკის ინიციატივით დაინერგა. კერძოდ, საკუთარი მოხმარებისთვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით, საჭირო რაოდენობა მოიხმაროს, ხოლო ჭარბი რაოდენობა მიაწოდოს შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის ქსელს. ქსელისთვის მიწოდებული ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება მომხმარებლის მიერ ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი.

დღეისთვის „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში არსებული მონაცემებით 158 ობიექტია ჩართული. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელი ქსელში 70 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 88 სადგური. ჯამში, გამანაწილებელ ქსელებში ჩართული სადგურების საერთო დადგმული სიმძლავრე შეადგენს 2 .1 მგვტ-ს.    

ბოჭორიშვილის კლინიკა

მაკა სოლოღაშვილი: კორონავირუსის 2 ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი ბოჭორ...
10:42
„იმ განაცხადებს შორის, სადაც დაფიქსირებულია საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ბიზნესის თითქმის ყველა...
14:34
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების...
14:26
 „Covid 19-ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია. 20 000 ლარი პროექტის განხორც...
13:48
„დღეს ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ აქებს ლუგარის ლაბორატორიას და საქართველოში COVID-19-თ...
13:15
გამოცემა emerging-europe საქართველოს წარმატბაზე წერს კორონავირუსთან ბრძოლაში emerging-europe საქართველოზე: მთავრობები მსოფ...
„ვირუსის შეკავების მხრივ, საქართველო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვ...
00:39
წერეთლის გამზირს დეზინფექცია ჩაუტარდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის ქუჩების დეზინფექციას შპს „...
23:56 05.04
გერმანიაში COVID 19-ით ინფიცირების დადას...
შეერთებული შტატების, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ გერმანია გახდა მეოთხე სახელმწი...
23:15 05.04
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინ...
თურქეთში კორონავირუსის პანდემია დაჩქარებული წესით ვრცელდება. ბოლო 24 საათში ინფი...