სამხედრო

სომხეთი ჯარში კორონავირუსით ინფიცირების რეალურ რიცხვს მალავს

სომხეთი ჯარში კორონავირუსით ინფიცირების რეალურ რიცხვს მალავს
18:26 07.05
დაკოპირებულია

სომხეთი ჯარში ინფიცირების რეალურ რიცხვს მალავს. მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოდან სომხეთის ჯარში ვირუსის გავრცელების შესახებ არანაირი ინფორმაცია გავრცელებულა, ქვეყნის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა, შუშან სტეფანიამა განაცხადა, რომ ვირუსზე ტესტირება 35-მა ადამიანმა გაიარა, მათგან 6-ის პასუხი დადებითი იყო. ინფიცირებულთა შორის იყვნენ ოფიცრები, კონტრაქტორები.

ამასთან, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, გრანტ ბაგრატიანი აღიარებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მარტის შუა რიცხვებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სომხეთში სულ 18 ინფიცირებული იყო, დღეს კი უკვე 2619-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 146-ჯერ გაიზარდა.

15 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 2 ინფიცირებული მოდიოდა, სომხეთში კი - 0,4. ამჟამად, მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე უკვე 46 დაავადებულია, სომხეთში კი - 91. ცხადია, რომ ეს რიცხვი სომხურ არმიაზეც ვრცელდება.

გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიამ სომეხი სამხედრო მოსამსახურეების მატერიალური მდგომარეობა გააუარესა.

14 აპრილს სომეხმა დეპუტატმა, სიპან ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა - "ჰუმანიტარულ დახმარებას სოციალურად დაუცველ 1100 ოჯახს დაურიგებენ, რომელიც ინჯევანიდან უკრაინელი ბიზნესმენის, ანდრანიკ კაზარიანის მიერ არის დაფინანსებული".

სომხური გამოცემა, Jogovurd-ი, წერს, რომ სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილმა საკვებმა პროდუქტებმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ყურადღება მიიქცია. მათ გვიან ღამით ტომრებში დაფასოებული პროდუქტები მოიპარეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, პროდუქტები სამხედრომო სამსახურეებმა: გეგამ სარუხანიანმა, გარიკ პეტროსინამ და ერიკ მელიქსეთაინმა მოიპარეს.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ სომხეთი აიძულა, დახმარებისთვის თურქეთისთვის მიემართა, რომელსაც ე.წ. სომხების გენოციდში ადანაშაულებს. ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კერძოდ, უწყების პრესმდივანმა - ანა ნაგდალიანმა არაერთხელ უარყო თურქეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის ფაქტი.

თუმცა, FlightRadar-ზე მკაფიოდ ჩანს, რომ 14 აპრილს ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო თვითმფრინავი - Ah-26B გაფრინდა და სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაეშვა.

ბავშვი კავასაკის სინდრომით

ექსკლუზივი: საქართველოში კავასაკის სინდრ...

PIA.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის...
დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მია ვეფხვაძ...
21:41 04.06
კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, გურჯაანში მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც ხელყუმბარა და ვინჩ...
21:18 04.06
თბილისის პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულებ...
20:41 04.06
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიისა და საფრან...
19:49 04.06
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020 დავით ზალკალიანი პანდემიის შედეგად შექმნილი ვ...
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომ...
ფასიანი ქაღალდების ბაზრი 5 წელიწადში 14-...
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრ...
გვენეტაძე: საკრეტიტო რეიტინგების გაუმჯობ...
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრ...
შსს: ქალთა მიმართ ძალადობაზე მომართვიანო...
სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მიზნით, 2020...