სამხედრო

თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა

საქართველოში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა, 23 მაისი 2020 წ.
10:40 23.05
დაკოპირებულია

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, 23 მაისიდან, თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზარმული რეჟიმის გაუქმების მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალები კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტიდან გადავიდა.

შესაბამისად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეწყდა სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნა, შვებულებაში გასვლა და სამხედრო ბაზები უცხო პირთათვის დაიხურა. პარალელურად თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთნენ ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლაში. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ. 22 მარტიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის ძალების

ქვედანაყოფებმა, ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 158 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს. შედეგად კი, დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველაზე სარისკოა საზოგადოე...
14:44
იმ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო და საქართველო აქტიურად მუშაობს COVID 19 ის გავრცელების შეჩერებაზე...
14:41
"ჩვენზე რომ ატყდა ერთი ამბავი ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მესხე...
14:28
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გ...
14:09
აზიის განვითარების ბანკი ADB-ს $100 მლნ-იანი დახმარება კოვიდ-19-ით დაზ...
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პ...
მომდევნო ანტიკრიზისული გეგმა ჯანდაცვაზე...
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მომდევნო ანტიკრიზისული გეგმა ჯანდ...
რეალიზაციის ჩავარდნის შემთხვევაში ბინები...
სახელმწიფო მშენებლობის დასრულების გარანტია გასცემს - ამის შესახებ განცხადება ეკო...
ჯივიპიმ სამგორის რაიონში საფერავის ქუჩაზ...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სი...