მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის მისიის შესრულებისას დაჭრილი სამხედრო დააჯილდოვა

ივერი ბუაძე მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ივერი ბუაძე უწყებრივი მედლით - „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს.

დღესვე, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს კაპიტნის წოდება მიენიჭა. შესაბამისი წოდებრივი სამხრეები მას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მუნდირზე პირადად დაუმაგრა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო მოსამსახურეს მხედრული ვალის შესრულებისათვის მადლობა გადაუხადეს.

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო.

მან მკურნალობისა და შემდგომში სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში აშშ-სა და საქართველოში გაიარა. ამჟამად ქართველი ოფიცერი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს.