სამხედრო

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს მიმართა

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ცენტრში
16:34 27.03
დაკოპირებულია

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მიმართა.

მინისტრმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში - ქაბულში, ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებული ქვედანაყოფების მეთაურებისგან და ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობისგან ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„მტკიცე მხარდამჭერის“ მისიის შტაბის უფროსის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ავღანეთში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ხელმძღვანელობამ უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები მიიღო. ბაზებზე დახურულია სპორტული დარბაზები, სამხედროები იცავენ ორი მეტის დისტანციას და შეზღუდულია ურთიერთობა უცხო პირებთან. ყველა ქვედანაყოფის მეთაურის ინფორმაციით, ქართველი სამშვიდობოები თავს კარგად გრძნობენ, ჯანმრთელად არიან, იცავენ დადგენილ წესებს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველანაირ პრევენციულ ზომას იღებენ. მნიშვნელოვანია, რომ იმ ბაზებზე, სადაც ქართველი სამხედროები ასრულებენ მისიას კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამშვიდობოებს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა და საქართველოში გატარებული ღონისძიებები გააცნო. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული გლობალურ საფრთხესთან ბრძოლაში და მთავრობასთან კოორდინირებული მოქმედებებით ებრძვის კორონავირუსის პანდემიას.

ვიდეოკონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე დაესწრნენ.

პაციენტი საკაცით გადაჰყავთ

117 გარდაცვალების შემთხვევა ბოლო 24 საათ...

იტალიაში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 შემთხვევა დ...
22:16 27.05
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს ს...
21:47 27.05
ზუგდიდის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო...
21:21 27.05
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფ...
20:45 27.05
ბათუმში 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულები...
20:29 27.05
ხულიოგნობა ბათუმში შსს ბათუმში მომხდარი ხულიგნობის კადრებს ასაჯა...
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, რომელშ...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და კომპანი...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და კომპანია „ემ ბი ჯის“ ხელმძღვანელმა გრემის თემის...
პრემიერი: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებე...
"საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგომადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ელემენ...
პრემიერი: პოლიტპატიმრები არ არსებობენ
„პოლიტიკური კრიზისის დასრულება ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანაა", - ასე უპასუხა...