მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაჩნდა თუ არა დელტა შტამი კოვიდვაქცინაციის გამო? - Deutche Welle

ვაქცინაცია და ინდური შტამი

ბოლო დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი კორონავირუსის აცრის შედეგად გაჩნდა. ეს თეორია იმის გამო არსებობს, რომ დიდ ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის ორი მესამედი არის აცრილი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც იზრდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ამ მოსაზრებას ეპიდემიოლოგები პასუხობენ, რომელთა განცხადებით, ვირუსის მუტაცია და ახალი შტამების ფორმირება ჩვეულებრივი პროცესია.

საქმე ისაა, რომ როდესაც ვირუსი გამრავლების მიზნით ორგანიზმის უჯრედებს გენეტიკურ ინფორმაციას აწვდის, ხშირ შემთხვევაში შეცდომა ხდება და ეს ვირუსის გენეტიკურ კოდს ცვლის. შედეგად ვირუსის მუტაცია ხდება. ზოგიერთი მუტაციის შედეგად ვირუსი ვაქცინის მიმართ უფრო ამტანი ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში - პირიქით. ვირუსის ევოლუციის დროს ძლიერი ვარიანტები იმარჯვებს, ხოლო სუსტი - მარცხდება. შედეგად შტამები, რომლებიც უფრო სწრაფად ვრცელდება, ნაკლებად გადამდებ ვარიანტებს ჩაანაცვლებს და დომინანტური ხდება.

თავის მხრივ დელტა შტამს რამდენიმე მუტაცია აქვს. სხვა შტამებისგან ამ ვარიანტის მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ის ადამიანის უჯრედებში უფრო მარტივად აღწევს და ზოგიერთ იმუნურ რეაქციას გვერდს უვლის. თუმცა, დელტა შტამის ყველა ფუნქცია ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ვაქცინაციასთან ახალი შტამების ფორმირების დაკავშირება არასწორია - მიაჩნია პროფესორ-ვირუსოლოგს ფრიდმან ვებერს. ის აცხადებს, რომ ვირუსი ყოველთვის ცდილობს იმუნურ სისტემას „დაემალოს“, იგივე ეხება ვაქცინასაც - მასაც ვირუსი ცდილობს გვერდი აუაროს. ამიტომ არის შემთხვევები, როდესაც აცრილი ადამიანები და კორონავირუსიგან გამოჯანმრთელებული პირები ვირუსით კვლავ ინფიცირდნენ.

„მუტაცია ანტისხეულების მოქმედებას ამცირებს და იმუნური სისტემის მიერ ვირუსის ამოცნობაც მცირდება“, - აცხადებს იმუნოლოგიის ექსპერტი გეორგ ბერენსი.

ამასთანავე, კვლევებმა აჩვენა, რომ, მაგალითად, BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა ახალი შტამების მიმართ საკმაოდ ეფექტიანია. ამისთვის კი კომპანიამ ვაქცინის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.

ექსპერტები მიერ დადგენილია, რომ აცრები ვირუსის მუტაციას იშვიათ შემთხვევებში იწვევს. ამასთანავე, ბევრად უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალი შტამები იქ ვრცელდება, სადაც ვაქცინაციის ტემპები დაბალია და ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება.

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ მოსაზრება, თითქოს ინდური ვარიანტი აცრების შედეგად გაჩნდა, გამორიცხულია. ინდური შტამი პირველად ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში გამოავლინეს, ვაქცინაციის პროცესი კი ინდოეთში 2021 წლის იანვარში დაიწყო.

ამავე თემაზე:

⭕ „ეპიდსიტუაცია უარესდება“- ამირან გამყრელიძე

რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი? - BBC