მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში კორონავირუსის ახალი შტამი, დელტა+ აღმოაჩინეს

ინდოეთში დელტა+ შტამი

ინდოეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. ამის შესახებ indiatoday იუწყება.

„ეს შტამი წინა შტამებზე უფრო აგრესიულია. ის მუმბაიში, პალგარეში და რატნაგირში აღმოაჩინეს. უკვე ინფიცირების 20 ფაქტის შესახებ არის ცნობილი“ - განაცხადა სამედიცინო კვლევების და განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ტატიარაო ლახანმა.

ინდოელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი შტამი ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ ადამიანებში ანტისხეულების აქტივობას ამცირებს. ინდოეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სპეციალური ზონები შექმნა და ზოგიერთ რაიონში კარანტინი გამოაცხადა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ინდური შტამი 2020 წლის 5 ოქტომბერს მაჰარაშტრას შტატში აღმოაჩინეს. შემდეგ ის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა.