მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, სრულად ჩამოეწერება 42 000 ფერმერს

მინისტრის გეგმის წარდგენაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დავალიანება ფერმერებს ჩამოეწერებათ ავტომატურად.

ამასთანავე, 42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს  სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს და ჯამში 5 მილიონ ლარს შეადგენს. დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციის და დრენაჟის მომსახურებით10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე (აღმოსავლეთ საქართველოში - ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 75 ლარი, დასავლეთ საქართველოში -  ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 45 ლარი, დრენაჟის - 40 ლარი). 

10 ჰექტარზე მეტი სავარგული შემთხვევაში, მფლობელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობის საფასურს.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა უნდა გააფორმოს განაცხადი სამელიორაციო მომსახურებაზე, სადაც იქნება გაწერილი რამდენი ჰექტარი მიწა აქვს და რა პერიოდში (თვეების და თარიღების მითითებით) ესაჭიროება მომსახურება.