მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადამ კიზინგერი საქართველოს: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, თქვენ ეს დაიმსახურეთ

ამერიკელი კონგრესმენი

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვიდეო მიმართვით ულოცავს.

"საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. თქვენ ეს ყველამ, ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა, ასე რომ გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს",- აღნიშნა კონგრესმენმა.

დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, 16:50-ზე მაშინდელი გოლოვინის გამზირზე მდებარე ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა და მანვე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.