მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერთა რაოდენობა გაზრდილია

დაღვეული მოსავალის რიხვი იზრდება

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერთა რაოდენობა წელს 40%-ით მეტია დაზღვეულია 7,544 ჰა- ზე მეტი მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 74 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებით, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში აგროდაზღვევის პროგრამა სამწლიანი გახდა.

ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან პოლისის ღირებულების თანამონაწილეობა კვლავ 70%, ხოლო ვაზზე - 50% -ია. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

უწყების ინფორმაციით, დაზღვევას მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი ექვემდებარება, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბენეფიციარი, რომელსაც სურს, პროექტში ჩაერთოს, ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრშიც. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის.