მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქსელ ფიშერი: ოკუპაციის პარალელურად რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას განაგრძობს

 გერმანიის ბუნდესტაგის წევრი

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და გერმანულ-ქართული ფორუმის თავმჯდომარე აქსელ ფიშერი სოციალურ მედიაში  მიმდინარე წლის 12 ივნისს ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეთანხმებას ეხმაურება, რომელიც ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნას ითვალისწინებს. 

ფიშერი აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამწლიანი, საკმაოდ მოცულობითი „პროგრამის“ მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის დაახლოება რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კანონებთან და რეგულაციებთან, რაც ისეთ სახიფათო პროცესებს ითვალისწინებს, როგორებიცაა მაგალითად „ორმაგი მოქალაქეობის“ მიღების გამარტივება.

„გვსურს განსაკუთრებით გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რუსეთის ჰიბრიდული პოლიტიკის ამ მორიგ ნაბიჯზე, რადგან აღნიშნული განზრახვის სრულყოფილი რეალიზაციის შემთხვევაში, აფხაზეთი, ფაქტობრივად, რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ნაწილად იქცევა“, - წერს აქსელ ფიშერი.