პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია: რასაც ვინმე ელდარ გოგოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელეთის ტელევიზიაში კადრულობს, უსინდისობის ყველა ზღვარს სცილდება

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი
11:06 ორშ. 26 ოქტომბერი
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში 25 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ქანთარია აღნიშნავს, არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს:

„ამ წუთისოფელში, ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე შფოთიან დროში, უმსგავსობაც, უსინდისობაც, უნამუსობაც, გარეწრობაც და ღალატიც არავის უკვირს, მაგრამ იმას, რასაც ვინმე ელდარ გოგოლაძე, ბიძინა ივანიშვილის თურმე ყოფილი დაცვის უფროსი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელეთის ტელევიზიაში კადრულობს, უსინდისობის ყველა ზღვარს სცილდება. უნებლიეთ ჩნდება კითხვა – ღირს კი ამდენი სიკეთის გაკეთება? გუშინ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა; იმის წინ – დენდროლოგიური პარკი; მანამდე – საბავშვო ბაღები, ტაძრები, თეატრები, სკოლები აშენდა ან კაპიტალურად შეკეთდა. რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა მის მიერ დაფინანსებული ძვირადღირებული ოპერაციებით და კიდევ ვინ მოთვლის, სათვალავიც არეულია, რასაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებს.

2012 წლის გამარჯვება, კიდევ ცალკე აღნიშვნის ღირსია. ჰოდა, ღირს ამდენი სიკეთის გაკეთება? მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, პასუხი ცალსახაა – ღირს, ღირს, რათქმაუნდა, ღირს! სიმართლე სინათლეა და არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, სიცრუის და უმადურობის რა ნიაღვარიც არ უნდა წამოვიდეს, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. 31 ოქტომბერს კი საქართველოს უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ სიკეთის და გამარჯვების თანამონაწილე გახდება. გახდება, რადგან სანთელ-საკმეველი თავის გზას არასდროს კარგავს; და კიდევ, ის, რაც მარადიულია და დროს არ ექვემდებარება არის - „ბოროტსა სძლია კეთილმან...“, - აღნიშნავს ალექსანდრე ქანთარია.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, „ქართუ ჯგუფის“ დაცვის ყოფილმა უფროსმა ელდარ გოგოლაძემ „მთავარი არხის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილზე და მასთან მუშაობის პერიოდზე ისაუბრა.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...