მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ძალიან კარგ ადგილზე ვარ, პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020

"პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში და იცით, რომ მე 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია",- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კითხვაზე, რომელიც მის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხება.

მისი თქმით, პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აღარ აქვს.

"მე ვცდილობ ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იქ, სადაც ეს საჭიროა. მემგონი ძალიან კარგ ადგილზე ვარ და პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს. ერთიდაიმავე მდინარეში 3-ჯერ არ შედიან",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.