მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამომრჩევლის დაშინებაზე კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტის შენობა

81 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - ამომრჩევლის დაშინება სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება. ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ხდება კონკრეტული მუხლის დაზუსტება, კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, აკრძალული იქნება ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.

ცვლილება„სისხლის სამართლის კოდექსშიც“ შედის, რომლის თანახმად, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.