მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანა დოლიძე ოპოზიციაზე: აიღონ პარტიების დაფინანსება და პანდემიით დაზარალებულებს დაეხმარონ

პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და ამავდროულად ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღებაზე უარი თქვეს.

იგი პარტიებს სთავაზობს კუთვნილი დაფინანსებით პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის ფონდი შექმნან.

„მედიაში ვრცელდება განცხადება, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს მათი უფლება და გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამავე დროს, მატულობს იმ ხალხის რიცხვი, ვისაც ელემენტარული სარჩო არ აქვს. ყოველდღე ათობით ასეთი მოქალაქე მწერს. მაქვს შემოთავაზება: აიღონ ეს დაფინანსება ამ პარტიებმა („ლელო“, „პატრიოტები“, „გირჩი“, „მოქალაქეები“) და გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი.

სულ საკვებში და ელემენტარულ რაღაცებში რომ დახარჯონ ეს მილიონები, ძალიან ბევრ ხალხს გადაარჩენენ. ამით კობახიძე ვერც დააკომპლექსებს ვერავის და კარგ საქმესაც გააკეთებთ,“ - წერს ანა დოლიძე.

👉 ინფორმაციისთვის, 4 ოპოზიციური პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახა და პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ბიუჯეტიდან პარტიული დაფინასების მიღებაზეც უარს აცხადებს. ეს პარტიებია: „ლელო“, „პატრიოტები“, „გირჩი“, „მოქალაქეები“.